ქვემო სარალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან, ხეები და ყვავილები დარგეს
25-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი, საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ხეები და ყვავილები დარგეს.
ბავშვებმა ასევე შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია მიმდინარეობდა სამ ენაზე: აზერბაიჯანულად, ქართულად და ინგლისურად.
მოსწავლეებმა, დედამიწის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს თუ რამდენად აუცილებელია გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა.
აქტივობებს, ინგლისური ენის მასწავლებელი ვაფა მუსაევა ხელმძღვანელობდა.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, პედაგოგები ცდილობენ მოსწაავლეებში ბუნების სიყვარული და მათზე ზრუნვის სურვილი გააღვივონ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს