თბილისის N72 სკოლის მოსწავლეები წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
26-04-2023

თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში ჩაერთნენ. 

ღონისძიება 24 აპრილს, კრწანისის რაიონის გამგებლის ბატონ ბექა მიქაუტაძის ინიციატივით გაიმართა.

ღონისძიებაზე, წიგნის ავტორთან, მწერალ გურამ მეგრელიშვილთან შეხვედრა მოეწყო. 

შეხვედრაზე მიწვეული იყო კრწანისის რაიონის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. მათ შორის თბილისის N72 საჯარო სკოლის X, XI კლასელები. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მაია კობრეშვილი ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრას კრწანისის რაიონის გამგებელი ბატონი ბექა მიქუტაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი კრწანისის რაიონიდან ბატონი ლევან ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებს მიმართა როგორც გამგებელმა, ასევე საკრებულოს დეპუტატმა. ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია თემამ - „როგორ დავწერო მოთხრობა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მწერლის მიერ შეთავაზებულ კითხვარს XI კლასის მოსწავლე სოფიო დალაქიშვილმა უპასუხა,  მისი პასუხები იყო გონივრული, გააზრებული, შორსგამიზნული, რითიც დიდი მოწონება დაიმსახურა.

საინტერესო, შემეცნებითი, თანამდროვე, განსხვავებული ფორმატის შეხვედრა ნამდვილად სასიამოვნო იყო ყველასთვის. ახალგაზრდა მწერალმა წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად საკუთარი წიგნები ავტოგრაფებით, გადასცა. 

„მადლობა კრწანისის რაიონის გამგეობას ამ  ღონისძიებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203