ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეთა გუნდმა - „ბოსტონის ფილიალი“ ინტელექტუალურ შეჯიბრში I ადგილი დაიკავა
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერადაც, მათ ანაგრიშზე მორიგი გამარჯვებაა. სკოლის გუნდი - „ბოსტონის ფილიალი“ ინტელექტუალური ბიატლონის - „რა? სად? როდის?" I ადგილის მფლობელი გახდა.
გუნდის წევრები არიან :
- გიორგი ფრუიძე (კაპიტანი);
- გიორგი ჩიხლაძე;
- ვასილ ძოძუაშვილი;
- გიორგი კაშია.
თამაში 22 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტუალური თამაშების წრის პედაგოგმა, ბროლის ბუს მფლობელმა, სერგო თევდორაძემ ჩაატარა. ღონისძიემაზე სტუმრად იყო მიწვეული ტელეგადაცემა „რა? სად? როდის?" გამარჯვებული, 2022 წლის ბროლის ბუს მფლობელი, ბექა ხოჯავა.
გამარჯვებულები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: