ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფლის ბიბიოთეკას ესტუმრნენ
25-04-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერები დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგთა ხელმძღვანელობით, წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სოფლის ბიბიოთეკას ეწვივნენ და მათთვის საინტერესო წიგნები შეარჩიეს.
მოსწავლეებმა დღე ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა აიმაღლეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება, რათა ადამიანებმა არ დაივიწყონ წიგნის ძალა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს