შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიუძღვნეს
25-04-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ რამდენად ლამაზი და ბრწყინვალეა ჩვენი პლანეტა და რომ მას მოვლა სჭირდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მეექვსეკლასელებმა, ზაირა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, საინტერესო კედლის გაზეთი შექმნეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა განსაზღვრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს გაფრთხილება, მისი მოვლა და გამწვანება. ასევე, დედამიწის დღის დაარსების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს