„მომავლის ბიზნეს სკოლის მოსწავლეებს, პროფორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ფსიქოლოგი შეხვდა
25-04-2023
ზესტაფონის „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული აქტივობები თუ პროექტები ხორციელდება. 

ამჯერად, პროექტის - „მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში, მოსწავლეებს ონლაინფორმატში არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT-ისა და N2 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილების ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიური სერვისების კაბინეტის დამფუძნებელი, საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი - მირანდა კალატოზი შეხვდა.

სტუმარი მოსწავლეებს ფსიქოლოგის პროფესიის შესახებ, მის თავისებურებებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. უპასუხა მათ კითხვებს.

პროექტის ავტორი მათემატიკის მასწავლებელი თამარ ლილუაშვილია.

„სასკოლო საზოგადოება დიდ მადლობას უხდის ქალბატონ მირანდას გაწეული შრომისათვის. პროექტის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203