„მე, დედა და დედაენა“  - მუსხის საჯარო სკოლის პირველკლასელი, მისი მშობელი და მასწავლებელი საინტერესო პროექტში ჩაერთნენ
25-04-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში სკოლის ხელოვნების მასწავლებელი - ლალი ცუციშვილი, 1-ელი კლასის მოსწავლე - ბარბარე მაისურაძე და მისი მშობელი - ირინა სუდაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიცირებულ პროექტში - „მე, დედა და დედაენა“ ჩაერთნენ.

პროექტზე მათ დიდი მონდომებით, ინტერესით იმუშავეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სკოლა მუდამ მხარს უჭერს მოსწავლეთა და პედაგოგთა წარმატებასა და სხვადასხვა პროექტში ჩართულობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203