მუხურის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
25-04-2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლის მე-4 კლასში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები - სიმღერები შეასრულეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობებით მათ დღე გაალამაზეს.

მეოთხეკლასელებმა, ასევე, პედაგოგებთან- ნონა პაპასკირსა და ნანა გუჯეჯიანთან ​ერთად, კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203