შილდის N2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრების საქმიანობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25-04-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის ეკოკლუბის წევრები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობას აწყობენ, რომელშიც სასკოლო საზოგადოება მონდომებით ერთვება.

ეკოკლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი მათი საქმიანობის შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია სოფლის საკრებულოს წარმომადგენლებისათვის.

სწორედ ამიტომ სკოლაში, სოფელ შილდის რწმუნებულთან თანამშრომლობითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ შილდის რწმუნებული  - ლევან ბადაშვილი, ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლები: მაია ხმიადაშვილი და გვანცა გულიაშვილი, ასევე ეკოკლუბის წევრი და სკოლის მოსწავლეები.

„შეხვედრა იყო საქმიანი - გაიმართა დისკუსია, მოსწავლეების მხრიდან დაისვა კითხვები. მაგალითად, როდესაც ჩვენი ეკოკლუბის წევრებმა დავასუფთავეთ სოფლის მდინარის შემოგარენი, მოსწავლეებს ჰქონდათ კითხვები, თუ რა შემდგომი ღონისძიებები იგეგმება საკრებულოს მხრიდან, რომელიც მდინარის პირას ნაგვის დაყრას აკრძალავდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამასთან დაკავშირებით, სოფლის რწმუნებულმა მოსწავლეებს გააცნო, რომ სამომავლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ის ადგილები, რომლებიც ხშირად ნაგვიანდება გაიწმინდება, ასევე გამოიცვლება მდინარის სასმელი წყლის მილები, რომლებიც უკვე რამდენიმე ათეული წელია არ შეცვლილა.

„დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ამ ბოლო დროს ჩვენი სოფლის მდინარეებში თევზის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო არასწორი მოხმარების გამო, რაც ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა გაჩნდა ინიციატივა, სოფელში არსებული მთის მდინარეების გათევზიანების. ახლახანს მდინარეში გაუშვეს 70000 მდინარის კალმახის ლიფსიტა, რომლის სავარაუდოდ 80% გადარჩება და დაიწყებს გამრავლებას. რწმუნებულმა მოუწონა მოსწავლეებს ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესება და სთხოვა, რომ 13 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო დასუფთავებაში სოფლის შემოსასვლელში მიეღოთ მონაწილეობა. სამაგიეროდ აღუთქვა რომ გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის მოსწავლეებს დაუფინანსებდა საგანმანათლებლო ექსკურსიას. ამრიგად მოსწავლეთა და საკრებულოს წარმომადგენლის შეხვედრა იყო ძალიან დროული და საჭირო, რათა სამომავლოდ ერთმანეთთან თანადგომით ბევრ სასიკეთო ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა“, -  აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალხმრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203