„ოქროს კვეთა“ - საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში
25-04-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო და კრეატიული ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

ინტეგრირეული გაკვეთილის თემა - „ოქროს კვეთა“, გახლდათ. 

გაკვეთილი, საგნების: მათემატიკის, ხელოვნების და მუსიკის გაერთიანებით გაიმართა. 

ხელმძღვანელი მასწავლებლები: მათემატიკის მასწავლებელი თინათინ გეგეშიძე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ფატიმა ჟორჟოლიანი და მუსიკის მასწავლებელი მედეა შარაბიძე, იყვნენ. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესში, საგანთაშორისი კავშირების დამყარება აუცილებელია.

მსგავსი გაკვეთილებით, მოსწავლეებს უვითარდებათ ერთ საგანში მიღებული ცოდნის, სხვა საგნის სწავლებისას, გამოყენების უნარი.

კერძოდ: მოსწავლეები აკვირდებიან და ხედავენ თუ რა კავშირია მათემატიკას, ხელოვნებასა და მუსიკას შორის.                                                                              

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გასჩენოდათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილმა, მოსწავლეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203