ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაში, მე-5 - მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა, დედაენის დღის თემატიკით საკლასო ოთახი მორთეს, პრეზენტაცია წარადგინეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი ქართველი ერისა და სახელმწიფოს თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის.
„უდიდესი სიყვარული მოგვმადლა უფალმა, ოდეს გვიბოძა ქართული ენა...“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
„ენა ქართული -
მყინვარივით გულზვიადი,
ენა ქართული - ზღვასავით ულევი,
ენა ქართული -
თასმასავით მოქნილი,
ენა ქართული- ღმერთების ენა...“, - აღნიშნული ლექსი ღონისძიებას,
ლაიტმოტივად დასდევდა.
ღონისძიება შემეცნებითი და ემოციური აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეთერ ცინცაბაძე ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ
გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: