ჭივჭავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
25-04-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლის მე-5 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - გულთამზე ბენდელიანმა, აღნიშნულ დღეს საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნა.

მოსწავლეები აღნიშნულ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ. თემატური პლაკატები დაამზადეს და ცოდნა აიმაღლეს.

გაკვეთილის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო.

„ეს არის ყველაზე სასარგებლო და ჰუმანური დღესასწაული , რომელიც ეძღვნება გარემოს დაცვას, პლანეტის გამწვანებას და ბუნებასთან ფრთხილად მოპყრობის ხელშეწყობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეთა სლოგანი იყო: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.

მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203