„საუკეთესო კალიგრაფი“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჭანჭათის საჯარო სკოლაში
25-04-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, V- lX კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, კონკურსი - „საუკეთესო კალიგრაფი“, ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეთერ ცინცაბაძე გახლდათ.

მოსწავლებმა: თეონა ვადაჭკორიამ და გიორგი გორგაძემ, მხატვრული ხელოვნების ისტორიის გაცნობის მიზნით, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის მიზანი ქართული ენის განსაკუთრებულობის გააზრება, ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია და გემოვნების დახვეწა იყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებისას გათვალისწინებული იყო, თუ რამდენად ასახავდა ხელნაწერი ქართული ანბანის თავისებურებას და რამდენად სწორად იყო მოხაზული თითოეული ასო-ბგერა.

რა თქმა უნდა, კონკურსში გამარჯვებული ბავშვებიც გამოვლინდნენ, საპრიზო ადგილები ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • l ადგილი - თეონა ვადაჭკორია;
  • ll ადგილი - ნია წულაძე;
  • lll ადგილი - ლიზი აბაშიძე.
 გამარჯვებულები სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203