თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული ჩატარდა.
კვირეული 10 აპრილს III-VI-X კლასის მოსწავლეთა საერთო ღონისძიებით გაიხსნა, სადაც მესამეკლასელებმა, დამრიგებელ ეკა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „კალიგრაფია ხელოვნებაა“ წარადგინეს. მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლია ბასილაშვილის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღის დაარსებისა და ძეგლის დადგმის ისტორია გააცნეს. გარდა ამისა, გამოუშვეს კედლის გაზეთი - „ენა ბურჯია ერისა“.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა, მე-3 კლასელებთან ერთად, მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ქართველ მწერალთა ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს. მეექვსე კლასის დამრიგებელი ხათუნა შუბითიძეა.
ღონისძიება თვალსაჩინოების შექმნით დასრულდა - მოსწავლეებმა ფერადი ასოები გამოჭრეს და „მხიარული ანბანი" ააწყვეს.
იხილეთ ფოტოები: