წალკის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ტბეთის სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა
25-04-2023
წალკის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმული სოფელ ტბეთის სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

ბავშვებმა, ამ დღესთან დაკავშირებით თვალსჩინოებები დაამზადეს და ხეები დარგეს. 

მოსწავლეებმა, დედამიწის დღის მნიშვნელობა განსაზღვრეს, მისი როლი გაიაზრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა. 

სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნოებიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203