დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის საგნობრივი კათედრების წევრებმა გაერთიანებული შეხვედრა მოაწყვეს 
25-04-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, საგნობრივი კათედრების გაერთიანებული შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა, სწავლა-სწავლების პროცესში, ახალი სკოლის მოდელის დანერგვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, კერძოდ კომპლექსური დავალებების დანიშნულება განიხილეს.

კათედრის წევრმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათელა მეგენეიშვილმა კოლეგებს, მეცხრე კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება წარუდგინა და გამოცდილება გაუზიარა. 

კოლეგებმა იმსჯელეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებაში, ერთმანეთთან თანამშრომლობას, აზრთა გაზიარებას და სასწავლო გეგმის გამოწვევების დასაძლევად, კათედრების თითოეული წევრის როლს.

სკოლაში, პირადი გამოცდილების გაზიარებასა და პედაგოგთა შორის თანამშრომლობით ურთიერთობის გაღრმავებას დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან სწორედ ეს განაპირობებს სასკოლო საზოგადოების წარმატებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203