მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიამ სიჭინავას ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.მოსწავლეებმა თემატური ნომრები წარადგინეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ დედაენისა და ამ დღის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
„ჩვენმა უსაყვარლესმა პატარებმა არაჩვეულებრივი წარმოდგენები შემოგვთავაზეს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიებაში. ჩვენ გვიყვარს ქართული ენა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები: