სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, მზარეულის როლი მოირგეს
25-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში - The World's Delicious Menu მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში, მათმა შეთავაზებულმა ხინკლისა და ხაჭაპურის რეცეპტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო აქტივობა განახორციელეს, მაგრამ ყველაზე კარგად მზარეულების როლი მოირგეს. მათ კერძები უდიდესი მონდომებითა და ხალისით დაამზადეს.
მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
„აღნიშნული აქტივობის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „სორმონის რესტორანს“, რომელიც ჩვენს მხარეში მართლაც რომ გამორჩეულია პურმარილითა და სტუმართმოყვარეობით. მათ ჩვენი პროექტის მონაწილეებს არათუ ასწავლეს ხინკლისა და ხაჭაპურის გაკეთება არაჩვეულებრივ გაერემოში, არამედ გულითადად გვიმასპინძლეს. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა ჩემი, ჩემი სკოლისა და მოსწავლეების სახელით თქვენ მსოფლიომ გაგიცნოთ, რადგან მართლაც რომ დიდი მოწონება დავიმსახურეთ“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს