ლეჟბადინის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა
25-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში გამორჩეული და საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ანზადები წარმოთქვეს, თემატური ნაშრომები მოამზადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

მასწავლებელმა - საიდე კარიმოვამ მოსწავლეებს ამ დღის ისტორიის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გააცნო. დაწყებითი კლასების პედაგოგი პატარების მრავალმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული. 

„მადლობელი ვარ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩემმა პედაგოგმა კოლეგებმა“,- აღნიშნავს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203