„დავიცვათ დედამიწა“- საინტერესო პროექტგაკვეთილი ლეჟბადინის საჯარო სკოლაში
25-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მასწავლებელმა - მაჰილა საფაროვამ მე-8 კლასში გეოგრაფიის პროექტგაკვეთილი ჩაატარა. ის დედამიწის დღეს მიეძღვნა, თემა იყო - „დავიცვათ დედამიწა“.
მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს