გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
„შენ მარტო არ ხარ დედამიწა, მიყვარხარ დედამიწავ, დედამიწავ სიყვარულის“ - ასეთი თბილი სიტყვებით მიულოცეს დედამიწას დაბადების დღე მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა.
მათ დამრიგებლების - მარიამ ბესიაშვილისა და ნატალია სახოკიას ხელმძღვანელობით, თემატური აქტივობები გამართეს, ნამუშავრები მოამზადეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.