ქვაციხის საჯარო სკოლაში ფრენბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატი დამთავრდა
25-04-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ.
ქვაციხის საჯარო სკოლაში, ახლახან, კლასებს შორის, ფრენბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი დამთავრდა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მე-9 და მე-10 კლასების გუნდები. თამაში საინტერესოდ წარიმართა, გაიმარჯვა მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდმა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამარჯვებული გუნდი ახალი სასწავლო წლის ღონისძიებაზე დაჯილდოვდება.