ტყიბულის N6 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ინგლისურენოვანი პოსტერები შექმნეს
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ინგლისური ენის მასწავლებლელმა - თამარ გვენეტაძემ IV
ა და IV
ბ კლასის მოსწავლეებთან აქტივობა - Save The Eath ჩაატარა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით პოსტერები მოამზადეს და ისაუბრეს, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ და დაიცვან დედამიწა. მათ, ასევე ისაუბრეს მცენარეების, წყლის, ელექტროენერგიის და ზოგადად, ეკოლოგიის შესახებ. უყურეს მოკლე ანიმაციურ ფილმს, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: