ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
24-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

აქტივობა II კლასში, დამრიგებელ მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა, ამ დღესათან დაკავშირებით, ვიდეორგოლი ნახეს და ინფორმაცია მოისმინეს. მათ თემატური ნამუშევრები მოამზადეს და გამოფენა გამართეს.

გარდა ამისა, ხელთნაკეთ გლობუსზე სურვილები მიაწებეს, დაიტანეს ინფორმაცია, თუ როგორი დედამიწა სურთ რომ ჰქონდეთ.

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203