საბათლოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
24-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

მასში ქართული და სომხური სექტორის მოსწავლეები ჩაერთნენ. მანამდე პედაგოგებმა - მანანა თარაშვილმა, სოფიო მამაჯანაშვილმა და ნუნუ ქადაგიშვილმა მოსწავლეებს შორის კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარეს.

კონკურსში გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე გაჟღერდა: „ჰიმნი დედაენას“ აგრეთვე, დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები. ღონისძიების ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელით. 

„აღსანიშნავია, რომ სომხური სექტორის მოსწავლეებმა ტოლი არ დაუდეს ეთნიკურად ქართველ თანატოლებს და ლამაზად ჩაკიწკიწებული ქართული ასოებით მოხიბლეს მნახველი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203