უშგულის საჯარო სკოლაში დედაენის დღე კვირეულით აღინიშნა
24-04-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
 
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, შექმნეს პოსტერი - „ჩვენ ვებრძვით ბარბარიზმებს!“. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს და თავიანთი ცოდნა გამოსცადეს კონკურსებში - „არა ბარბარიზმებს!“, „ჯიხალდეს ლუშნუ"(ვიცოდეთ სვანური) და „ნორჩი კალიგრაფი".

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. კონკურსებში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შინაარსიანი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203