დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ლეჟბადინის საჯარო სკოლის მე-4 კლასში
24-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-4 კლასში ღონისძიება - „დედამიწის დღე“ ჩატარდა. მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, თემატური ნამუშევრები მოამზადეს - დახატეს და გააფერადეს.

მეოთხეკლასელებს აინტერესებდათ, თუ რა იყო გლობუსი, რა თემაზეც მათ მასწავლებელი ამომწურავად ესაუბრა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203