აგარის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
24-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა თემატური აქტივობები განახორციელეს, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ნამუშევრები მოამზადეს. მათ ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზეც ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203