შავღელეს საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შორის მინი ფეხბურთში შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
24-04-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ სპორტულ ღონისძიებას თუ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის სპორტულ გუნდმა - „კოლხა“ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის ჩაატარა შიდასასკოლო ფესტივალი მინი ფეხბურთში.
მოსწავლეები ფესტივალში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სიგელი. მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ზურაბ ქამადაძე გახლავთ.