თბილისის N190 სკოლის მოსწავლე ანდრია ალთუნაშვილი მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადაში მონდომებით მონაწილეობენ და წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეორეკლასელი ანდრია ალთუნაშვილი. მან საერთაშორისო ოლიმპიადაში - „Sumato+მენტალური არითმეტიკა“ წარმატებით იასპარეზა.
ნომინაციაში - „უფორმულო“ (2022 წელს) II
ა კლასის მოსწავლემ, რომლის პედაგოგიც მზია გელაშვილი გახლავთ წარმატებას მიაღწია. 2023 წელს კი ნომინაციაში - „ყველაზე სხარტი“ გაიმარჯვა და I დონის სერტიფიკაცი აიღო.
მან შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: