ნადაბურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა 
25-04-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე. ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. 

მართალია, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დასუფთავების აქციის ჩატარებაში მოსწავლე-მასწავლებლებს წვიმამ შეუშალა ხელი, თუმცა მეხუთე-მეექვსე კლასებში დამრიგებელმა ირმა ჩაჩანიძემ შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარა და მოსწავლეებს ბუნების დაბინძურების შედეგებსა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კი,  ბუნებისმეტყველების მასწავლებელის ნინო ლომიძის ხელმძრვანელობით, გარემოსდაცვით თემებზე ნახატები შექმნეს. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203