წალკის N2 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
24-04-2023

წალკის N2 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.  

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. ისინი აღჭურვილი იყვნენ დამცავი ხელთათმანებითა და ჟილეტებით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, პედაგოგთა დახმარებით, გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203