ბათუმის N30 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
25-04-2023
ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და სასწავლო პროცესი განახლდა.
სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მოსწავლეების ინტერესებს მაქსიმალურად მოერგო.
აჭარის მთავრობის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელდა სკოლის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ღია მოედანი, დამონტაჟდა ლიფტი შშმ პირებისთვის დასარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 800 000 ლარი დაიხარჯა.
მათივე ინფორმაციით, განახლებული სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს