„მოვეფეროთ დედამიწას“- ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება 
24-04-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს, რომლის დევიზი „მოვეფეროთ დედამიწას“ იყო. მათ სკოლის გარემო და სოფლის ღირშესანიშნავი ადგილები დაასუფთავეს. 

მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, გარემო გულდასმით მოაწესრიგეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

მე-3 კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე თედეშვილი და მე-6 კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203