„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა დედამიწის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-04-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში ხალისით აღინიშნა დედამიწის დღე. 

სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს მოეწყოთ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  - „დედამიწა ჩვენი სახლია“.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, ასევე პედაგოგებთან ერთად დაასუფთავეს სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია, გამოაკრეს გამაფრთხილებელი ბანერები და თემში ბროშურები დაარიგეს. 

მოსწავლეები აქციაში აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203