ბათუმის N8 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-04-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
აქტივობები ამ საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა, მათი თემა იყო - თემაზე დედამიწა ჩვენი სახლია. გარდა ამისა, მოეწყო ნახატების კონკურსი, მოსწავლეებმა ასფალტზეც დახატეს, მოამზადეს პროექტები, პრეზენტაციები, შეასრულეს ლექსები, დაწერეს თემები - „დედამიწა დედაა ჩვენი, მას გაფრთხილება სჭირდება“.
აღსანიშნავია, რომ გაიმართა საუბრები, წაიკითხეს საბავშვო მოთხრობები - როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას.
აქტივობები დაწყებითი პირველი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
როგორც სკოლაში ამბობენ, ამ დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.