„დედამიწა ჩემი სახლია“ - შორაპნის საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა 
24-04-2023
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგების ინგა თურქაძისა და ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით, კონფერენცია ჩატარდა. მისი სლოგანი „დედამიწა ჩემი სახლია“ იყო. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

კონფერენციის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. ამიტომაც შეხვედრები მოეწყო, დამზადდა ბუკლეტები და კედლის გაზეთი. მოსწავლეებმა წაიკითხეს თემები, გაიმართა დებატები და გარემო დაასუფთავეს.

კონფერენციაში მოსწავლეებთან ერთად, სასკოლო საზოგადოება და თემი ჩაერთო.

იხილეთ ბროშურა ბმულზე

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203