ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლას აქტიური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს.
ამჯერად, ისინი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით, თავიანთი ლექსებითა და სიმღერებით პატივი მიაგეს გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიების ორგანიზატორი სომხური ენის მასწავლებელი წოვინარ ბაბოიანი იყო. ის მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
აქტივობებმა დიდი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: