საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა 
25-04-2023
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე. მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, ისაუბრეს გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ საფრთხეებზე და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატებიც შექმნეს, თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203