განძის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ღონისძიება გაიმართა
24-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ამასთან დაკავშირებით, მე-7 კლასში ღონისძიება „დედაენის დღე“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, ნონა ინასარიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

ლამაზად მორთულ კლასში მოსწავლეემა ლექსები წაიკითხეს და თემატური სიმღერები შეასრულეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

      
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203