ციხისძირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეების - ემილი სურმანიძისა და სანდრო გაბაიძის სპორტული წარმატება
25-04-2023
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადობას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში მე-2ბ კლასის (დამრიგებელი ნარგიზ ხახუტაიშვილი) მოსწავლეების - ემილი სურმანიძისა და სანდრო გაბაიძის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ.
ემილი ბათუმის, ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლის ტანმოვარჯიშეა. 2 აპრილს მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირში - „მხატვრული ტანვარჯიშის მარათონი 2023“ ჯგუფური და პირველი ადგილი მოიპოვა.
სანდრო ქობულეთის კომპლექსური სპორტსკოლის ფეხბურთელია. მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. 9 აპრილს გამართულ შეჯიბრში ის გუნდის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის დირექცია, პედაგოგები და მეგობრები სიამაყით ულოცავენ სპორტულ წარმატებას მე-2 ბ კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს - ემილი სურმანიძეს და სანდრო გაბაიძეს. სკოლა ამაყობს თქვენით. გვჯერა, კვლავაც ბევრჯერ გაგვახარებთ წარმატებებით“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.