ბათუმის კერძო სკოლაში - „თაობა“ დედამიწის დღე აღინიშნა.მოსწავლეებმა სკოლაში, მასწავლებლის - რუსო აბუსელიძის ხელმძღვანელობით,საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს.
მათ პლაკატები და თემატური ნახატები შექმნეს.
აქტივობაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ისინი ასევე დღის მნიშვნელობას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
„ჩვენს პლანეტას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება“, - აღნიშნავენ სკოლაში. მოსწავლეთა აქტივობები სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები: