
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება.
მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. ამ დღეს შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ლოზუნგით - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ხელოვნების პედაგოგი ლ.სურმანიძე გახლავთ.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.