„აღორძინების ხანის უნივერსალური გენიოსი“ - ლეონარდო და ვინჩის იუბილესადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ორთაბათუმის საჯარო სკოლაში 
24-04-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში, ლეონარდო და ვინჩის იუბილესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება - „აღორძინების ხანის უნივერსალური გენიოსი“, გაიმართა. 

ღონისძიება 10 აპრილს, საბუნებისმეტყველო კათედრამ, ფიზიკის მოყვარულთა კლუბ - „ჩხირკედელას“  წევრებთან ერთად, ფიზიკის მასწავლებელ გულნარა ვერძაძის ხელმძღვანელობით, მოაწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში, ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და საზოგადოების წინაშე წარდგენისთვის საჭირო უნარების განვითარება იყო.

ღონისძიების მთავარი იდეას კი, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეების ინტერესისა და ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს, რომლებიც ლეონარდოს შემოქმედების ამსახველი ფოტოებით გააფორმეს.

ღონისძიება ლეონარდოს უნივერსალური ნიჭის დამადასტურებელი ვიდეო რგოლის ფონზე მიმდინარეობდა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები ლეონარდოს ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებდნენ და დამსწრე საზოგადოებას მოუთხრობდნენ უდიდესი, გენიოსი ადამიანის ფაქიზ და ამაღლებულ სულზე, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ თავის დროის საუკეთესო ინჟინერად, არქიტექტორად, მათემატიკოსად, მუსიკოსად, ასტრონომად, ქიმიკოსად, ანატომად, მოქანდაკედ და მხატვრად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203