
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის საერთაშორისო დღეა.
სკოლაში გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება - „ჩვენ ნარჩენები და დანარჩენები“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.
„ამ ღონისძიების მიზანია, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერებიერონ ბუნების დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი“,- გვეუბნებიან სკოლაში.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.
ფოტოები ატვირთულია მშობელთა თანხმობით