კერძო სკოლა „თაობის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2023

ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“ დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

მოსწავლეები აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და საჭირო ცოდნა მიიღეს.

„დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ყველაზე პატარა თაობელები გაეცნენ პლანეტის კეთილდღეობისთვის აუცილებელ ფაქტებს და თავიანთი მშრომელი ხელებით ყვავილებიც კი დარგეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203