ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგმა - ნანა მამარდაშვილმა საინტერესო პროექტი განახორციელა.
მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით თემებზე პოსტერები და პლაკატები შექმნეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები: