„ვისწავლოთ ნარჩენების მართვა, გადავარჩინოთ დედამიწა“ - წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
24-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, eTwinning-ის ფარგლებში, საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ლელა ჯაბანაშვილი გახლავთ.

სკოლაში მესამეკლასელებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი - „ვისწავლოთ ნარჩენების მართვა, გადავარჩინოთ დედამიწა“ შექმნეს.

მათ ასევე ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. პედაგოგმა კი მათ ნარჩენების მართვაზე მინი ლექცია ჩაუტარა.

„ჩვენ ავიმაღლეთ მოქალაქეობრივი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, გავიაზრეთ, თუ რამხელა როლი აქვს თითოეულ ჩვენგანს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაში და როგორ შევამციროთ ნარჩენების მავნე ზემოქმედება გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მესამეკლასელებმა ასევე გადაამუშავეს მაკულატურა და შექმნეს მეორადი ქაღალდი. აღნიშნული აქტივობებით მათ საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინეს.

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თემის წარმომადგენლებთან საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს და ცნობიერება აიმაღლეს.

ისინი აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით სამუშაოებში და სკოლის ეზოში მცენარეები დარგეს.

აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„დედამიწა ჩვენი სახლია! გავუფრთხილდეთ მას!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი გახლავთ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. საქართველოში აღნიშნული დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

ვიდეო იხილეთ  ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203