წითელსოფლის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდნენ. 

ამასთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს. მათ, თავდაპირველად, გარემოსა და ზოგადად, დედამიწის მოფრთხილების შესახებ ისაუბრეს, აღნიშნეს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს. 

გაიმართა გარემოსცაცვითი ღონისძიებაც, მოსწავლეებმა სკოლის ეზოს სისუფთავზე იზრუნეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცნობიერება კიდევ უფრო აიმაღლეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203