ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა
25-04-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად გარემოსდაცვითი ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება. მოსწავლეებიც ბუნებაზე ზრუნვით გამოირჩევიან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებითი სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგებმა -  ნათია გოგიძემ და მანანა ლიპარტელიანმა შესთავაზეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203